Italian Open: Nadal stunned by Schwartzman in straight sets, frustrated  Djokovic battles throughრომის „მასტერსზე“ სენსაციური მარცხი განიცადა ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, გრუნტის „მეფედ“ შერაცხულმა რაფაელ ნადალმა. ესპანელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდა და 2:6, 5:7 წააგო.

არადა, აქამდე ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედროდნენ და ყველა მატჩი რაფას გამარჯვებით დასრულებულიყო.

ფინალში გასასვლელად შვარცმანი კანადელ დენის შაპოვალოვთან იბრძოლებს, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი სამ სეტში – 6:2, 3:6, 6:2 დაამარცხა.

რომის „მასტერსი“ ზეგ დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 3.8 მილიონი ევროა. როგორც გითხარით, მისი შარშანდელი გამარჯვებული ნადალია, ვინაც ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო. თავის მხრივ დღეს საღამოს მსოფლიოს რეიტინგის პირველი ჩოგანი მეორე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდება.