არმან დიუპლანტისი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მძლეოსნობის ლეგენდად იქცა. რომში მიმდინარე „ბრილიანტის ლიგის“ ეტაპზე შვედმა ჭოკით მხტომელმა 6,15 მეტრი სიმაღლე დაძლია და კიდევ ერთი ლეგენდის, უკრაინელი სერგეი ბუბკას შედეგი 1 სანტიმეტრით გააუმჯობესა.
ბუბკას რეკორდიც იტალიაში, ოღონდ სესტრიერში დამყარდა 1994 წელს და აგერ უკვე 26 წელია, ვერავინ გაეკარა.
დიუპლანტისი თებერვალში, შოტლანდიაში 6,18 მეტრზეც გადახტა, ოღონდ დარბაზში. ეს ორი რეკორდი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ითვლება, რადგან ღია სტადიონზე ხტომა უფრო რთულია – ქარს ან წვიმას სერიოზული კორექტივები შეაქვს.
ასე რომ, ახლა 20 წლის შვედი ბიჭი სპორტის ამ სახეობის ერთპიროვნული მეფეა. იმის გათვალისწინებით, როგორ უპრობლემოდ გადაევლო თამასას, დიუპლანტისი, ვეჭვობთ, თავს კიდევ შეგვახსენებს.
Duplantis breaks Bubka's outdoor pole vault world record