„მარსელის” მოთამაშის, ალვარო გონსალესისთვის თავში წარმორტყმის გამო „პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ლიგა ერთმა, ამის პარალელურად დაიწყო გამოძიება, მართლა მიაყენა გონსალესმა ნეიმარს რასისტული შეურაცხყოფა თუ არა. ბრაზილიელი პსჟ-სა და „მეცის” შეხვედრას, რომელიც პარიზელებმა 1:0 მოიგეს, ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა” და „მარსელის” მატჩში, რომელიც პარიზში, ბევრისთვის მოულოდნელად სტუმრებმა მოიგეს (1:0),მსაჯმა ხუთჯერ ამოიღო წითელი ბარათი.
ჩხუბში მონაწილეობისთვის ყველაზე მკაცრად პარიზელთა მცველი ლაივინ კურზავა დაისაჯა, მას ექვსი თამაშის გამოტოვება მოუწევს.
„მარსელის” თავდამსხმელი დარიო ბენედეტო კი, რომელიც ერთი შეხედვით ყველაზე გიჟურად ჩხუბობდა, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით გამოძვრა.