
საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან არ მიუღია ნებართვა, რომელიც ოფიციალური მატჩებისას გუნდის სათადარიგოთა სკამზე ადგილის დაკავების უფლებას მისცემს.
„ბარსელონამ“ ჯერაც ვერ მოაგვარა პრობლემა ყოფილ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენთან, რომელიც ნაადრევად გათავისუფლების გამო კომპენსაციას ითხოვს.
შესაბამისად, კლუბის და ექს-მწვრთნელის გაყრა ოფიციალურად დასრულებული არ არის.
თუ პრობლემა თვის ბოლომდე არ მოგვარდა, კუმანი ნებართვას ვერ მიიღებს და ლა ლიგის სასტარტო ტურში „ვილიარეალთან“ „ბარსელონას“ ტრიბუნიდან უხელმძღვანელებს.