საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ შემტევ ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „როტორს“ „კრასნოდარისთვის“ უნდა ემასპინძლა, თუმცა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მატჩი ჩაიშალა და ქართველების გუნდს 0:3 წაგება ჩაეთვალა.
დღეს, „როტორში“ გამეორებითი ტესტირება ჩატარდა და შედეგიც იგივე დადგა. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის გარდა კორონათი ინფიცირებულები არიან ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი. ამათ გარდა „როტორში“ საბა კვირველია თამაშიბს.