No description available.ბოლოს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში როდის იყო, რთული გასახსენებელია. წლეულს კი გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და ნიკა ნინუას „პაოკი“ ითამაშებენ.

მართალია, ნინუა პორტუგალიურ გრანდ „ბენფიკასთან“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მომავალ მატჩებში ველოდებით. „პაოკმა“ კი, სენსაციურად იმარჯვა – 2:1.

ასეთივე ანგარიშით მოიგო „გენტმაც“, ჩაკვეტაძემ საათი ითამაშა და ბელგიურ გუნდს მეორე გოლისას პენალტი მოუპოვა, მაგრამ ამ მომენტში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. იმედია, სერიოზული არაფერი იქნება – საქართველოს ნაკრებს წინ მნიშვნელოვანი მატჩები ქვს და ჩაკვეტაძე გვჭირდება.

რაც შეეხება ფლეი ოფს: „გენტი“ კიევის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო „პაოკი“ – „კრასნოდარს“.

დღეს სათამაშო აქვს ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“, რომელიც ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლებს.