„ბარსელონა“ მესის გარეშე? ასეთი სცენარი სრულიად მოსალოდნელია, ოღონდ სულ სამ მატჩში და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლეო არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში დაეხმარება.
არგენტინის ეროვნული გუნდი 8 ოქტომბერს ეკვადორს, ხუთი დღის შემდეგ კი ბოლივიას ეთამაშება.
თუ ნაკრების დახმარებას გადაწყვეტს, მესი სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა გაემგზავროს, რათა მატჩებამდე სავალდებულო კარანტინი გაიაროს. წესი წესია და გამონაკლისი კაპიტნისთვისაც არ დაიშვება.
არადა, სწორედ ამ ორკვირიან მონაკვეთში „ბარსელონას“ სამი მატჩი უწევს – „ვილიარეალთან“, „სელტასთან“ და „სევილიასთან“.
ახლა ჯერი თავად ლეოზეა. მან ან კლუბი უნდა დააღალატოს, ან ეროვნული ნაკრები.