კაცი რომ საკუთარ თავს უმტრობს, ისეა ლუის სუარესის საქმე…
„ბარსელონა“ მზადაა, ფორვარდი „იუვენტუსში“ სიმბოლურ ფასად გაუშვას, მაგრამ გაქირზე თავად სუარესი დგას: კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაქვს და რომც წავიდე, იმ დარჩენილი ერთი წლის ხელფასიც სრულად უნდა მომცეთო.
არადა, როგორია?! სუარესის წლიური ხელფასი 25 მილიონ ევრომდეა. ამხელა ფულის გადაყრას კლუბი ნამდვილად არ აპირებს.
„ბარსას“ შეფებმა, შესაძლოა, სუარესი იტალიაში არ გაუშვან, კონტრაქტის ბოლომდე დაიტოვონ, მაგრამ ეს ერთი წელი მოედანს არ გააკარონ.
ბოლო სიტყვა, რა თქმა უნდა, რონალდ კუმანზეა, მაგრამ სუარესისთვის საფრთხე მაინც რეალურია – ერთი წლის უთამაშებელს, თავისუფალ აგენტადაც, ცოტა თუ ინდომებს…