კილიან მბაპემ პსჟ-ის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ 2021 წლის ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს.
თუ არ დათანხმდებიან, 2022 წლის ზაფხულში კილიანი სულაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა და კლუბი ვერაფერს მიიღებს.
პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ფორვარდის ფასად 325 მილიონი ევრო დათქვა. 21 წლის მბაპე უდიდესი ნიჭის პატრონი კია, მაგრამ ამხელა თანხა ჯერ არავისში გადაუხდიათ.
მბაპეს მსურველთა შორის ფავორიტი მადრიდის „რეალია“, მაგრამ ესპანელები მხოლოდ 100 მილიონის გადახდაზე არიან თანახმა.
წინა სეზონში მბაპემ ფრანგული პირველობის 20 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და კიდევ 5-ჯერ საგოლედ თანაგუნდელებს უპასა.
მიმდინარე სეზონის სტარტი ფორვარდს კლუბშიც და საფრანგეთის ნაკრებშიც გაუცდა რამდენიმე დღის წინ დადასტურებული კორონავირუსის გამო.
