ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ არის.

14 სექტემბერს მან გააუქმა კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან. სამშაბათს დილით კი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, თავისი ნივთები წამოიღო და უკვე ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

დღის მეორე ნახევარში კი მილანში გაემგზავრა, რათა „ინტერთან“ ხელშეკრულების ბოლო წვრილმანები შეათანხმოს. ის მილანურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

„ინტერში“ მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმეს, ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით.

Italian Journalist Nicolo Schira: "Arturo Vidal To Inter From Barcelona Is  A Done Deal"