კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია და ამან, ცხადია, ფეხბურთზეც იმოქმედა. კარგა ხნის წინ დაანონსდა, რომ 12 სექტემბერს ბათუმის ახალი სტადიონი გაიხსნებოდა, მასპინძელთა და თბილისის დინამოების მატჩით, მაგრამ პანდემიის მთავარი კერა ამჯერად ზღვისპირა ქალაქი აღმოჩნდა და გახსნა კი არა, თამაში საერთოდ ქუთაისში ჩატარდა.

დინამოს მწვრთნელ ჩისკოს რე-დებიუტი დინამომ ულამაზესი გოლებით აღნიშნა

ეს ჩისკოს პირველი მატჩი გახლდათ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში და ესპანელს მშვენიერი რე-დებიუტი გამოუვიდა. თბილისელებმა აჯობეს ბათუმელებს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. საინტერესო იყო გაბედავასა და ქარდავას ულამაზესი გოლები, რომლებიც ნებისმიერი რანგისა და სტატუსის მატჩს დაამშვენებდნენ.

მოკლედ, „დინამომ“ 22 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა. „ბათუმმა“ კი პირველად წააგო წლევანდელ სეზონში, ანუ დაუმარცხებელი აღარავინ დარჩა.

მდევრებმა კი ვერ იყოჩაღეს. ვერც „საბურთალომ“ მოიგო, ვერც „დილამ.“ ორივე ნულოვან ფრეს დასჯერდა, შესაბამისად „მერანთან“ და „თელავთან.“ საბურთალოელებს ერთი ნაღდი შანსი ჰქონდათ სამი ქულის მოსაპოვებლად, მაგრამ მე-80 წუთზე კამერუნელმა ახალწვეულმა ოლივიე ბუმალმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, მეკარე თევდორაძემ აუღო.

ტური იმერული დერბით დაიხურა. „ტორპედოს“ და „სამტრედიას“ 9-9 ქულა ჰქონდათ და მატჩს ინტრიგას ესეც მატებდა. შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი გახლდათ.

ქუთაისელებმა იძალეს. მატჩის გმირი გიორგი ფანცულაია გახდა. თავად არ გაუტანია, მაგრამ ჯერ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი ციცქიშვილს გამოზომილი საგოლე პასი მისცა.

ლოკომოტივი 4:1 ჩიხურა

1:0 გავაშელიშვილი (22), 1:1 ბუხაიძე (35), 2:1 კირკიტაძე (65), 3:1 სანდოხაძე (77), 4:1 სიხარულიძე (85)

ბათუმი 1:3 დინამო

0:1 გაბედავა (38), 0:2 ქარდავა (45), 0:3 ზარია (52), 1:3 თევდორაძე (89 პენ)

64-ე წუთზე ჯიღაურმა ვერ გაიტანა პენალტი

ტორპედო 2:1 სამტრედია

1:0 მამასახლისი (50 პენ), 1:1 ყურბანოვი (64 პენ), 2:1 ციცქიშვილი (69)

დილა 0:0 თელავი

საბურთალო 0:0 მერანი

მე-80 წუთზე ბუმალმა (საბურთალო) ვერ გაიტანა პენალტი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო1164119:522
საბურთალო1155119:920
ბათუმი1155119:920
დილა1155117:720
ლოკომოტივი1144315:1516
თელავი112819:614
ტორპედო1133510:1712
სამტრედია112368:189
მერანი110564:165
ჩიხურა1112810:285

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 6, ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ბექა ქავთარაძე (საბურთალო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 5