US Open: Dominic Thiem Grand Slam win creates 71-year firstამაზე უფრო დაძაბულ სიუჟეტს ვერა სცენარისტი შექმნიდა. გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა და ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა რამდენიმე წლის განმავლობაში საუკეთესო ფინალი ითამაშეს, სადაც სასწორის პინა ორივე მხარეს არაერთხელ გადაიხარა.
* ზვერევმა პირველი ორი სეტი ერთი ამოსუნთქვით, 6:2, 6:4 მოიგო.
* მომდევნო ორ სეტში ტიმმა მეტოქის უპირატესობა გაანულა – 6:4, 6:3.
* მეხუთე სეტში ზვერევი 5:3-ზე თავად აწვდიდა და ტიმმა მოახერხა თავის დაცვა.
* 6:5-ზე უკვე ტიმი აწვდიდა და ვერც მან დასვა წერტილი. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.
* ტაიბრეიკზე ზვერევმა 4:6-დან ორი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ შემდგომ ორ გათამაშებასთან ერთად US OPEN-ის ჩემპიონის ტიტულიც ავსტრიელს დაუთმო.
დომინიკ ტიმმა პირველად მოიგო „დიდი მუზარადის“ ტურნირი.
2014 წლის შემდეგ ამერიკის ღია ჩემპიონატს მხოლოდ ისინი იგებდნენ, ვისაც პირველობის გემო იქამდეც ჰქონდა ნაგემი.
ავსტრიელმა დომენიკ ტიმმა მცირედი, მაგრამ მაინც კორექტივი, ტურნირის ისტორიაშიც შეიტანა.
The German could only watch on inside an empty Arthur Ashe Stadium as Thiem celebrated