Neymar and FOUR other players sent off after brawl during PSG vs Marseille  - Daily Starცნობილი გახდა, თუ რა სახის სასჯელი ემუქრება „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ შემტევ ნეიმარს იმ ინციდენტის გამო, რომელიც „მარსელთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში მოხდა.

როგორც ფრანგული მედია წერს, 28 წლის ბრაზილიელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ოთხიდან შვიდ მატჩამდე გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „მარსელის“ მატჩის ბოლოს მოედანზე არც თუ სპორტული ამბები დატრიალდა, რა დროსაც ნეიმარმა თავში წამოარტყა ხელი ალვარო გონსალესს, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. ასევე გაძევებული იქნა კიდევ 4 ფეხბურთელი. ნეიმარი კი, მეტოქეს რასიზმში ადანაშაულებდა.