ნეიმარი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. მან მარსელელ ალვარო გონსალესს უკნიდან რამდენჯერმე თავში ჩაუტყაპუნა და მერე რასიზმში დასდო ბრალი.

ბრაზილიელი ამბობს, რომ ესპანელმა მას „ძაღლიშვილი მაიმუნი” უწოდა.

ჩხუბი პარიზში თამაშის ბოლოს ატყდა. მატჩი, ნაკლებად მოსალოდნელი შედეგით დასრულდა — „პარი სენ ჟერმენმა” შინ 0:1 წააგო „მარსელთან”. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე ფლორიან ტაუვენმა გაიტანა.

როგორც მოგახსენეთ, დაძაბული მატჩის მთავარი მოვლენა ჩხუბი გამოდგა. მსაჯმა ხუთი ფეხბურთელი გააძევა, ყვითელი ბარათების მამური რაოდენობა კი 15 გამოვიდა. ერთ-ერთ კადრში ისიც კი გამოჩნდა, როგორ მიაფურთხა არგენტინელმა ანხელ დი მარიამ ალვაროს.

აგრეთვე გამოჩნდა, როგორ მიუთითებდა ნეიმარი ესპანელისკენ და ყვიროდა: „არა, რასიზმს!”

მატჩის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავმა ტვიტერზე კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა: „ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ის კი არ არის, მე იმ ტრ…ს თავში რომ წამოვარტყი. VAR-მა ჩემი აგრესია იოლად დაინახა. ეს პრობლემა არ იყო. მე მინდა ვნახო კადრი, სადაც ეს რასისტი „ძაღლიშვილო მაიმუნოს” მეძახის.

რა ხდება? მე ხელის კვრაზე დამსჯიან, მაგრამ მას როგორღა დასჯიან? რა ხდება?”

აყალმაყალი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ მსაჯის მიერ წამატებული ექვსი წუთიდან მეხუთეზე ატყდა.