საინტერესო შემთხვევა მოხდა კონმებოლში – ორგანიზაციამ ლეო მესის წითელი ბარათის გამო მიღებული დისკვალიფიკაცია მოუხსნა.

წინა ზაფხულს კოპა ამერიკის მე-3 ადგილისთვის არგენტინა-ჩილეს (2:1) შეხვედრისას მესიმ წითელი ბარათი მიიღო. კონმებოლმა არგენტინელს ამის გამო ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია და 1.500-დოლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მესის წითელი ბარათი გაასაჩივრა, რაც დაკმაყოფილებული იქნა. 33 წლის ფეხბურთელს უახლოეს სანაკრებო შეხვედრაში შეეძლება მონაწილეობის მიღება. ეს კი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იქნება – „ალბისელესტე” 8 ოქტომბერს ეკვადორს შეხვდება.

Messi slams referees, corruption after Copa America red card