ΚΛΕΙΝΕΙ Jano Ananidze/ΔΗΛΩΣΗ του ποδοσφαιριστή | Kerkida.netსაქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის „როტორთან“ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია, თორემ შესაძლოა, გაყრის ინიციატორი კლუბიც ყოფილიყო.
საქმე იმაშია, რომ ანანიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და კარგა ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარებოდა „როტორს“.
მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციის ზუსტი ვადები დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
ანანიძეს ვოლგოგრადულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 20 მაისამდე ჰქონდა გაფორმებული. ბუნებრივია, ჯანო ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებსაც გამოტოვებს, რომელთაგან ერთი – ბელარუსთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.