Alexander Zverev & Dominic ThiemUS OPEN-ის ახალი გამარჯვებული ან ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება, ანაც გერმანელი ალექსანდრ ზვერევი.

ნახევარფინალში ტიმის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იყო. მიუხედავად იმისა, რომ განთესვით ერთი საფეხურით მაღლა ტიმი იდგა, ბუქმეიკერები ფავორიტად რუს ჩოგბურთელს მიიჩნევდნენ. თუმცა, ავსტრიელმა იმარჯვა. არცთუ იოლად – პირველი სეტი 6:2 კი მოიგო, მაგრამ მომდევნო ორში უკვე ტაი ბრეიქი გახდა საჭირო.

აი, ზვერევმა კი საოცარი მატჩი მოატრიალა. ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის „წყალობით“ გასული პაბლო კარენო-ბუსტამ პირველი სეტი 6:3 მოიგო, მომდევნოში კიდევ უფრო იოლად იმარჯვა – 6:2 და ფინალში გასასვლელად ერთი სეტის მოგებაც ჰყოფნიდა. მაგრამ ზვერევმა ბოლომდე იბრძოლა, პაბლოს ერთმანეთის მიყოლებით 6:3, 6:4, 6:3 აჯობა და ფინალში გავიდა.

გარდა იმისა, რომ US OPEN-ს ახალი გამარჯვებული ეყოლება, ტიმიც და ზვერევიც საერთოდ პირველად მოიგებს „დიდი მუზარადის“ ტურნირს.