
– გაგიჭირდებოდათ…
გაგახსენდათ? მე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დღევანდელმა საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გამახსენა.
ბატონ ლერის პირადად არას ვერჩით – ძალიან დიდი სპორტსმენი და სხვებზე არაფრით ნაკლები ჩინოვნიკია, მაგრამ სწორედაც რომ ჩინოვნიკი.
ოლიმპიური კომიტეტის ყველა პრეზიდენტის ზეობისას დამიწერია და ვერ შევიცვალე აზრი – ეს ორგანიზაცია საქართველოში ყოველთვის სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ამბიციით კმაყოფილდებოდა და კმაყოფილდება.
რა აზრი აქვს წესდების იურიდიულ ნიუანსებზე, მობოიკოტეებზე ან მოპროტესტეებზე საუბარს. მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ქართული სპორტის პოლიტიკის განსაზღვრაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის როლი ყველა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დააკნინა და ლამის ოლიმპიური სპორტული ამუნიციის პრეზენტაციამდე დაიყვანა.
ორიოდ კვირის წინ ოლიმპიურ კომიტეტს შენიშვნა შევკადრეთ – ეგებ ტოკიოს თამაშების გადადების გამო ჩვენი ოლიმპიელების არეულ გრაფიკში გაგვარკვიოთ და ახალ პერსპექტივებზეც გვითხრათ რამდენიმე სიტყვაო. „არსაიდამ ხმა, არსით ძახილი“.
ან რა საჭიროა?
მთავარია, რომ ყრილობაზე დაიდოს შედეგი ერთხმად.
ჰოდა, დარჩა კიდეც კრება მხიარული.