No description available.ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად გამოაცხადა ცენტრალური მცველის ანდრო გიორგაძის ტრანსფერის შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი 24 წლისაა და 2018 წლიდან უკრაინაში ბურთაობდა. თავდაპირველად პოლტავის „ვორსკლას“ ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონში კი ლვოვის „კარპატის“ მაისურით სულ 6-ჯერ გავიდა მოედანზე.
ანდრო გიორგაძე ქუთურებისთვის ჩინებული შენაძენია და, იმედია, დაცვის ხაზსაც სერიოზულად გააძლიერებს.