US Open presents Serena Williams with her best chance yet of magic number  24 - Eurosport„დიდი მუზარადის“ 23-გზის გამარჯვებული, ამერიკელი სერენა უილიამსი უკვე „როლან გაროსისთვის“ ემზადება.

ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, რომ საფრანგეთში ტურნირს მაყურებელი დაესწროს, მაგრამ სერენა ამის წინააღმდეგია. მიზეზი ის არის, რომ ჩოგბურთელებმა მათთვის განკუთვნილ და გამოყოფილ სასტუმროებში უნდა იცხოვრონ.

„იმედი მქონდა, რომ ტურნირის დროს პარიზში საკუთარ სახლში ვიცხოვრებდი, მაგრამ კარგად მესმის ორგანიზატორების. ეს იოლი არ არის. ყველა ქვეყანა ცდილობს პანდემიის დროს რაც შეიძლება უკეთ მოიქცეს. არც არავის მივუთითებ თითით და ვეტყვი, თუ რა უნდა გააკეთონ, რადგან ორგანიზატორი არ ვარ.

თუმცა, თუ დაუშვებენ მაყურებელს, მაშინ იმის უფლებაც მოგვცენ, სადაც გვინდა იქ ვიცხოვროთ. ცოტა არ იყოს უხერხულია, როდესაც შენ „გამწყვდევენ“ და ტრიბუნაზე ხალხს უშვებენ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს, ამიტომ ვცდილობ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავი შორს დავიჭირო. აღარ მინდა კიდევ საავადმყოფოში მოვხვდე და რაც შემიძლია, ვიცავ დაისტანციას“, – ამბობს სერენა.

წილი
წინა სტატიაკატასტროფა
შემდეგი სტატიარეალის პირველი საჩემპიონო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...