
შედეგი მხოლოდ საღამოს გახდა ცნობილი: მბაპეს პირველი ტესტი დადებითი აღმოჩნდა.
ეს კლუბისთვის ნამდვილი კატასტროფაა. შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს მისმა თანაგუნდელებმა ნეიმარმა, ანხელ დი მარიამ, მაურო იკარდიმ, ლეანდრო პერედესმა, კეილორ ნავასმა და მარკინიოსმა.
კილიან მბაპე თვითიზოლაციაში გაუშვეს და ბუნებრივია, დღეს ის ხორვატებთან ვერ ითამაშებს ისევე, როგორც პოლ პოგბა – ისიც კორონას ებრძვის.
რაც შეეხება პსჟ-ს, 10 სექტემბერს საფრანგეთის პირველობის სასტარტო ტურში „ლანსს“ უნდა შეხვდეს, მაგრამ დავირუსებულთა ამ ციფრის ფონზე მატჩი კითხვის ნიშნის ქვეშაა.