ესპანეთში გულშემატკივრებს მინიმუმ გაზაფხულამდე უფეხბურთოდ ყოფნა მოუწევთ.
საქმე ის არის, რომ ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლებას არ მივცემთო.
„იმისათვის, რომ მაყურებლები სტადიონებზე მატჩებზე დავუშვათ, ჩვენ ვაქცინა გვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იანვარში ან თებერვალში მოხდება. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ვაქცინა ზამთარში ხელმისაწვდონი იქნება“, – განაცხადა ტებასმა.
ლა ლიგის მორიგი სეზონი 11 სეტემბერს „გრანადასა“ და „ბილბაოს“ მატჩით დაიწყება.