ქართველები და მაკედონიელები აქამდე კალათბურთში არკვევდნენ ურთიერთობას, სულ გადამწყვეტი თამაშები გამოდიოდა ხოლმე, დრამატული და ბოლო წამებზე გამრკვევი…

ახლა ფეხბურთის დრო მოვიდა. გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ახლა ერთა ლიგაზეა მეტოქე, ასევე პოტენციური მეტოქეა ევრო 2020-ზე გამსვლელ ფინალშიც. ოღონდ იქამდე თუ საქართველომ ბელარუსი გამოთიშა და მაკედონიელები კოსოვოს გაივლიან…

ასე რომ, ამ შემოდგომაზე შესაძლოა, სამი ურთიერთშეხვედრაც შედგეს. ნეტავ, ასე მოხდეს.
დღეს კი თბილისში, საღამოს რვაზე „დინამო არენაზე“ ითამაშებენ.

ორივე გუნდი კარგ ხასიათზეა, რადგან ჯგუფური ეტაპი სამ-სამი ქულით დაიწყეს: საქართველომ ესტონეთს აჯობა (1:0), მაკედონიელებმა კი სომხები 2:1 დაამარცხეს.
იმედია, დღესაც იფრენს ხვიჩა კვარაცხელია… ითამაშებს ჩვენი ფეხბურთის იმედი ზურიკო დავითაშვილი…  იმედია, დღესაც დაცხება მეტოქის კართან… წარმატებები.