მანჩესტერ სიტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცველმა ემერიკ ლაპორტმა და ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხები მიიღეს.
ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის თანახმად, ორივე თვითიზოლაციაშია გადასული. ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძირითადი გუნდის ორი წევრის გამოკლება გვარდიოლას სერიოზულ პრობლემას უქმნის.
„სიტის“ ხომ უკვე 21 სექტემბერს პრემიერლიგის პირველ ტურში „ვულვზთან“ უწევს სტუმრობა.
წილი
წინა სტატიარეკორდსმენი რამოსი
შემდეგი სტატიაყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...