Portugal make light of Ronaldo's absence to thump Croatia | Sports | China  Daily20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიშმა მეექვსე მატჩი ჩაატარა ერონული გუნდის შემადგენლობაში და სადებიუტო გოლით გამოირჩა. ეს ხორვატისთან (4:1) მოგებულ მატჩში მოხდა.

„ხან ძელს გავარტყი ბურთი, ხანაც მეკარეები თამაშობდნენ შესანიშნავად. როგორც იქნა, გამიმართლა და გავიტანე. ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი გამომივიდა. კმაყოფილი ვარ. საერთოდ, მთელმა გუნდმა ძალიან ძლიერ მეტოქესთან ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, ეს კი იოლი არ არის. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და ბევრის მიღწევა შეგვიძლია“, – თქვა პორტუგალიელთა ახალგაზრდა შემტევმა.

ფელიში იმედიანად არის, მაგრამ მისი და გუნდის ვაჟკაცობა მომდევნო მატჩებში უნდა გამოჩნდეს. პორტუგალიას A დივიზონის მესამე ჯგუფში ხორვატებთან ერთად მეტოქეებად შვედეთი და საფრანგეთი ჰყავს.