ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნიკა კაჭარავას გოლით ტალინში, ესტონეთი დაამარცხა. საგოლე პასი კი მატჩის ერთერთმა საუკეთესომ და ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
მატჩის შემდეგ თამაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეს თქვა.
“ბედნიერი ვარ, რადგან ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ. მატჩის დაწყებამდე ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ესტონეთს კარგი და ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს. ასეთ დროს ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ, რადგან უკეთ ვითამაშეთ. სამი-ოთხი კარგი საგოლე მომენტი შევქმენით. კაჭარავას თამაშით კმაყოფილი ვარ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მას სასტარტო შემადგენლობაში შანსი მივეცით, რადგან ის კლუბშიც და შეკრების პერიოდშიც ეროვნულ გუნდში ბევრს შრომობდა. ხვიჩა კვარაცხელია დიდი ტალანტია. ქართულ ფეხბურთს ისტორიულად დიდი მოთამაშეები ჰყავდა. მომავალში ხვიჩაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ დიდი ფეხბურთელი გახდება. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ. პირველი მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის წინაღმდეგ საშინაო შეხვედრაშიც კარგად გამოვალთ.,“ – თქვა ჩვენების თავკაცმა.
საქართველოს ნაკრები უახლოეს შეხვედრას 8 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.