ჩინურმა საკაბელო ტელევიზია PPTV-მ კონტრაქტი გაწყვიტა. ჯამში ჩინელებს 2022 წლამდე 564 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ. აქედან 265 წინასწარ იყო გადახდილი. დარჩენილი დაახლოებით 300 მილიონი პრემიერლიგის წინასწარ გათვლილი ბიუჯეტის ზარალია.
შესაბამისად, თითოეული კლუბი 8-9 მილიონ ფუნტს დაკარგავს.
მასშტაბები უფრო ცხადი გახდება, თუ ვიტყვით, რომ ჩინური კონტრაქტი პრემიერლიგის შემოსავლის 16%-ს იძლეოდა.
პრემიერლიგა ნაკლებად საინტერესო სულაც არ გამხდარა. ძაღლის თავი პოლიტიკაშია დამარხული. დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგის საკითხებში ზედმეტად იაქტიურა და ჩინელებმა ამ ფორმით დასაჯეს.
არადა, რომ ჰკითხო, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთო.