იტალიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთა ლიგის მატჩში 1:1 ითამაშა. ნამატჩევს ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში კიელინი. მის მაგივრად მოედანზე აჩერბი გავიდა.
რობერტო მანჩინიმ ეს ასე ახსნა: „როცა სასტარტო შემადგენლობა მომიტანეს, სათვალის გაკეთება დამავიწყდა და ვერ შევნიშნე, რომ შემადგენლობაში აჩერბი იყო. წინასწარ დავგეგმეთ, რომ კიელინი და აჩერბი თითო შეხვედრაში ითამაშებდნენ. მატჩამდე ჯორჯოს ვკითხე, დღეს გირჩევნია თამაში თუ ორშაბათს ნიდერლანდებთან მეთქი. მან მითხრა, დღესო. ახლა მეტი რა გზაა – ორშაბათს მოუწევს თამაში”.
ახლა მთავარია, იტალიელთა მწვრთნელს ორშაბათსაც არ დაავიწყდეს სათვალის გაკეთება, თორემ როგორღაც ცუდად დაცადა.