„ბარსელონასთან“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ლეო მესის 2020 წელი არც თუ კარგად დაამახსოვრდება. ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უარესი გამოდგა.
ჯერ კიდევ „ბარსელონას“ ფორვარდმა 2020 წელს კატალონიური კლუბის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 16 გოლი შეაგდო. აქედან ოთხი „ეიბარს“ გაუტანა, სამი კი პენალტით შეაგდო.
შედარებისთვის, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელს 25 მატჩში 25-ჯერ გაიტანა. აქედან 11 თერთმეტმეტრიანით.
უფრო შთამბეჭდავია მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვკის სტატისტიკა: პოლონელმა 23 შეხვედრაში 25-ჯერ (ოთხი პენალტი) დაამწუხრა მეტოქეები და მხოლოდ 4 თამაშში ვერ მოახერხა გოლის გატანა.