Inter's Comeback Plan and Beppe Marotta - Serpents of Madonninaმილანის „ინტერის“, გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ღიად ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებითაც კლუბის მენეჯმენტი უნდა ხელმძღვანელობდეს.
„ყველაფერი მარტივია – დირექტორმა მაქსიმალურად იაფად უნდა იყიდოს ფეხბურთელები და მერე მაქსიმალურად ძვირად გაყიდოს. იდეალური მაგალითია პოლ პოგბას ტრანსფერი. ის ჩვენთან, „იუვეში“ (მაროტა მაშინ ტურინში მუშაობდა) უფასოდ მოვიდა და მერე იმავე „მანჩესტერს“ 100 მილიონად მივყიდეთ. ეს ჩემს მენეჯერულ კარიერაში საუკეთესო გარიგებაა,“ – თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვენტუსში“ 2012 წელს მივიდა, „მანჩესტერმა“ კი უკან 2016 წელს გამოისყიდა.
რაც შეეხება ბეპე მაროტას, ტურინულ კლუბში სპორტულ დირექტორად 2010-2018 წლებში მუშაობდა.