აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბაიერნთან” ერთად ხორვატი მარსელო ბროჟოვიჩის სახელსაც ახსენებენ. ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, როდესაც „რეკორდმაისტერიდან” ტიაგო ალკანტარას წასვლაზე იწყებენ ლაპარაკს.

როგორც ჩანს ხმა ბროჟოვიჩის ბავარიაში გადასვლის შესახებ ისე გავრცელდა, რომ 27 წლის ნახევარმცველს ინსტაგრამზე პოსტის დადება მოუხდა. მან თავისი ახლანდელი გუნდის, „ინტერის” გულშემატკივრებს მიმართა:

„ძვირფასო „ნეროაძურის” ფანებო. ჩვენი კლუბის სიყვარულით ბოლო კვირების განმავლობაში ჩემს შესახებ დაწერილ ცნობებზე კომენტარი არ გამიკეთებია. ამას არც ახლა ვაპირებ. ერთადერთი, რასაც ვიტყვი გახლავთ არის, რომ „ინტერის” მაისურით ყოველთვის თავდადებით ვთამაშობდი და მილანსაც მშობლიურ ქალაქად მივიჩნევ. მე მიყვარს ეს „შავ-ლურჯი” მაისური, მიყვარს მილანი და ძალიან მინდა „ინტერის” სახელით კიდევ დიდხანს ვითამაშო”.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ ამაზე მეტი ერთგულება ძნელი წარმოსადგენია და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, ბრაჟოვიჩი „ბაიერნში” არ გადავა.

კიდევ ერთი ხორვატის ივან პერიშიჩის ამბავი კი სხვანაირადაა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „ბაიერნს” მისი იჯარის წესით დატოვება უნდა, ის კი, მოგეხსენებათ, „ინტერის” საკუთრებაა. ამ საქმეს პირადად „ბაიერნის” თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე აგვარებს, რადგან სამი წელიწადი იტალიაში, სწორედ „ინტერში” თამაშობდა და ენა იცის.

„ინტერს” სურს პერიშიჩი 20 მილიონ ევროდ გაყიდოს, მაგრამ ბავარიელებს ამდენის გადახდა არ უნდათ და ისევ იჯარა ურჩევნიათ.

ცნობისთვის: ივან პერიშიჩი მეთერთმეტე ხორვატია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.