ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო ტურის განახლება გადაწყვიტა და წელს 2 ტურნირს გეგმავს, ხოლო ერთიც იანვარში გაიმართება. ეს რაც უკვე ვიცით.

პირველი ტურნირი ოქტომბრის ბოლოსთვის ჩანიშნული ბუდაპეშტის გრან-პრი იქნება. დეკემბერში გაიმართება ტოკიოს დიდი სლემი, ხოლო 2021 წლის იანვარში – დოჰას მასტერსი.

სამივე ტურნირს ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვა ექნება, სადაც სარეიტინგო ქულები გათამაშდება. ერთია, მონაწილეთა მცირერიცხოვნობის შემთხვევაში, ტურნირმა შეიძლება საკვალიფიკაციოს სტატუსი დაკარგოს.

ამ ტურნირებისთვის, IJF-მ სავალდებულო რეგულაციები შემოიღო, რომელთა დაცვა აუცილებელი იქნება ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე:

მონაწილე სპორტსმენს, მინიმუმ, ორჯერ უნდა ჰქონდეს უარყოფითი პასუხი კოვიდ-19-ზე;

ტურნირის ყველა მონაწილემ, მწვრთნელმა, მსაჯმა, დელეგატმა, ოფიციალურმა პირმა თუ სხვა დამსწრემ აუცილებლად უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი – წინააღმდეგ შემთხვევაში ის საასპარეზო დარბაზში არ დაიშვება;

ქვეყანაში ჩასულ უცხოელ მონაწილეებს – სპორტსმენებს, გუნდებს, ოფიციალურ პირებს და შეჯიბრების სხვა მონაწილეებს ტემპერატურას შეუმოწმებენ აეროპორტში, სასტუმროში, არენაზე შესვლისას.;

აუცილებელი იქნება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების დაცვა – სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება და სხვა;

თუმცა, IJF ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, კალენდარში ცვლილებების შეტანის უფლებას იტოვებს.

წილი
წინა სტატიარა უნდა?
შემდეგი სტატიადინამოს წილისყრა წყალობს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...