ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონასა“ და ლეო მესის შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი სასამართლო მიიღებს.
თუ მხარეები მშვიდობიანად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი – კონტრაქტის გაწყვეტა.
ასეთ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას ბარსელონას სასამართლო მიიღებს და არა – ფიფა, რადგან ბარსელონა ესპანეთური ფეხბურთის სუბიექტად ითვლება. სასამართლო დაადგენს მესის სხვა კლუბში გადასასვლელ სატრანსფერო ფასსაც. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან.