თუ თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“ ბარიერს გადალახავს, ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ალბანური „ტეუტასა“ და ესპანური „გრანადას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ამის შესახებ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა. ცნობილია ისიც, რომ „ლოკოს“ თამაში სტუმრად მოუწევს.
გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები 17 სექტემბერს თბილისში მოსკოვის „დინამოს“ შეხვდებიან, ხოლო ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 24 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ უელსური „ქონა ნომედსის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ფარერების ჩემპიონ „კლასვიკს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
ეს მატჩიც 24 სექტემბერს გაიმართება.