Dinamo Moscow News, Stats, Fixtures and Results - Yahoo Sportsშვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

წილისყრის შედეგად „ლოკომოტივს“ მეტოქედ მოსკოვის „დინამო“ ერგო. პირველის მსგავსად, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეორე რაუნდშიც თბილისში ითამაშებენ. მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება.

ამავე დღეს თბილისის „დინამო“ დიდ ბრიტანეთს ესტურება და უელსის ჩემპიონს, „კონა ნომადსისთან“ გაარკვევს ურთიერთობას.