
გამოკითხვა ტრადიციულად ავტორიტეტული „კიკერის“ ორგანიზებით ჩატარდა.
რა გასაკვირია, რომ წლის საუკეთესოს ტიტული უდიდესი უპირატესობით რობერტ ლევანდოვსკიმ მოიპოვა. „ბაიერნის“ ფორვარდმა წინა სეზონში ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში 34 გოლი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაში კი 15 გოლის გასატანად 7 მატჩი ეყო.
„ბაიერნმა“ სეზონი სამი ტიტულით დაასრულა – ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგა. რობერტ ლევანდოვსკის 525-დან 276-მა ჟურნალისტმა არგუნა პირველი ადგილი. მეორე ტომას მიულერი იყო (54 ხმა), მესამე კი იოზუა კიმიხი (49).
მწვრთნელთა შორის საუკეთესოც მიუნხენელი გახდა. ჰანსი ფლიკს 223 ხმა ერგო, „ლივერპულის“ გერმანელ თავკაც იურგენ კლოპს კი 164 ხმა და მეორე ადგილი აკმარეს.