Messi halts renewal talks and wants to leave Barcelona in June 2021 - AS.comაქამდე გავრცელებული ხმები, რომ ლეო მესის „ბარსელონას“ დატოვებდა, შოკისმომგვრელი იყო კლუბის გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ვარსკვალის კლუბში დარჩენის მცირე იმედს მაინც იტოვებდნენ. თუმცა, დღეს არგენიტინელი ფეხბურთელი კორონავირუსის ტესტირებაზე არ გამოცხადდა, რითაც ქომაგი კიდევ უფრო პესიმისტურად განაწყო. „ბარსელონას“ კაპიტანს შემოწმება უნდა გაევლო, მაგრამ ამაოდ ელოდნენ…

გავრცელდა ცნობა, რომ მესიმ „ბარსელონას“ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, სადაც არგენტინელი გარკვევით ამბობს, რომ კლუბის ფეხბურთელი აღარ არის და ამჟამინდელი კონტრაქტის დაუყოვნებლივ გაწყვეტას ითხოვს.

მოკლედ, კლუბისა და ფეხბურთელის გზები გაყრის საშიშროება დღითიდღე მატულობს. ხელმძღვანელობა კი, მის შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებს. ხოსეპ მარია ბართომეუმ მხოლოდ ბრძანება გასცა, რომ „ბლაუგრანას“ აღმასრულებელი დირექტორები და მენეჯერები მესის თაობაზე სხვა კლუბებისაგან შეთავაზებები არ მოისმინონ.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მესი რომელიმე კლუბთან შეთანხმებას მიაღწევს, „ბარსასაგან“ იმავე პასუხს ნამდვილად ვერ მიიღებს. ბართომეუს თქმით, მესისთან მხოლოდ კონტრაქტის გახანგრძლივების თემაზე ისაუბრებს.