დიდი შანსია, ინგლისური პრემიერლიგის წლევანდელი ტრიუმფატორი ჟორჟინიო ვეინალდუმს შეელიოს.
ფეხბურთელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, გაგრძელებასთან დაკავშირებით კი გარკვეული პრობლემები შეიქმნა. იმავდროულად აღმოჩნდა, რომ ვეინალდუმი „ბარსელონაში“ ახლახანს დანიშნული რონალდ კუმანის ნომერ პირველი სამიზნეა.
Barça Universal on Twitter: "📰 — Ronald Koeman hopes to bring Georginio  Wijnaldum to the Camp Nou. [ad]… "
მათ ნიდერლანდების ნაკრებში თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ბუნებრივია, „ლივერპულს“ უჯობს ვეინალდუმი წლეულს სარფიანად გაყიდოს, ვიდრე ერთი წლის შემდეგ თავისუფალ აგენტად გაუშვას.
თუ ეს გარიგება შედგა, იურგენ კლოპი „ბაიერნიდან“ ტიაგო ალკანტარას უპრობლემოდ დაიმატებს.
გერმანელები ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.