ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიაგო სილვა ლონდონის „ჩელსიში“ ითამაშებს. 35 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა, თუმცა, მისი გაგრძელების პერსპექტივით. სილვა, რომელიც გასულ სეზონში პსჟ-ს კაპიტანი იყო, „არისტოკრატებში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

„ბედნიერი ვარ „ჩელსიში“ გადასვლით. დიდი ბედნიერებაა ფრენკ ლამპარდის დიდებული გუნდის ნაწილი გახდე. „ჩელსიში“ ტიტულების მოსაგებად ვიბრძოლებ. მალე შეგხვდებით „ჩელსის“ ფანებო. მოუთმენლად ველოდები „სტემფორდ ბრიჯზე“ გასვლას“, – ასეთ კომენტარს აკეთებს ბრაზილიელი.

ტიაგო სილვა პსჟ-ში 2012 წელს „მილანიდან“ გადავიდა. მაშინ ბრაზილიელის სატრანსფრო ფასი 42 მილიონი ევრო იყო. გასულ სეზონში ბრაზილიელმა საფრანგეთის ლია 1-ში 21 მატჩი ჩაატარა და რაიმე რეზულტატური მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

წილი
წინა სტატიარამდენი ფეხბურთელი შევცვალოთ: მდიდრები vs ღარიბები
შემდეგი სტატიაკრემი ტორტზე – ვისი დროა?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...