
მორიგ დიდ სირცხვილსა და თავის მოჭრას ქართული ფეხბურთი გია ჭიბრიშვილის „ლოკომოტრივმა“ გადაარჩინა. თბილისურმა კლუბმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ფეხბურთი ითამაშა რუმინული „უნივერსიტატიას“ წინააღმდეგ და 2:1 იმარჯვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ სწორ, აზრიან და თანამედროვე ფეხბურთს „რკინიგზელებისგან“ ნამდვილად არ ველოდით, რადგან მეტოქე ნამდვილად არ იყო ხელწამოსაკრავი. ეს თავად ჭიაბრიშვილმაც აღნიშნა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე და ისიც დაამატა, რომ ჯერ იდეალურიდან შორს არიან.
„ლოკომ“ საწყის წუთებს გაუძლო, თამაში თანდათან დაალაგა და უკვე თავად დაიწყო თამაშზე კონტროლი. პირველივე ტაიმში ქართულმა გუნდმა უფრო მეტი მომენტი შემქნა, ვიდრე –მეტოქემ.
მეორე ტაიმში კი, ორი სწრაფი კონტრშეტეშევის შემდეგ ორი გოლიც გაიტანა და თამაში, ფაქტობრივად, გააკეთა. ბოლო წუთები მაინც სანერვიულო იყო – „უნივერსიტატია“ მასპინძლებს მიაწვა, გოლიც გაიტანა, მაგრამ მთლიანობაში „ლოკომოტივი“ თავს კარგად იცავდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
შერცხვა „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ – ორივე გუნდი უშანსოდ დამარცხდა. საბურთალოელებმა 1:5 წააგეს კვიპროსზე, „აპოლონთან“, ხოლო ზღვისპირელები აღთქმულ მიწაზე, „ჰაპოელთან“ 0:3 დამარცხდნენ.
ამ მატჩებში გადამწვეტი საწყისი წუთები გამოდგა – ორივე ქართულმა გუნდმა სწრაფი გოლი გაუშვა და შემდეგ ყველაფერი აირია…