სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი მშვენიერ ფორმაშია. დღეს ცინცინატის ტურნირის ნახევარფინალს ითამაშებს და ფინალში გასვლას შეეცდება, ხოლო ამ ტურნირის შემდეგ US Open გადაინაცვლებს, სადაც უშულო კონკურენტები, ესპანელი რაფა ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი არ ეყოლება.
მიუხედავად ამისა, ყოფილი გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი US Open-ზე სერბ ჩოგბურთელს ფავორიტად სულაც არ მიიჩნევს.
„ჯოკოვიჩის ტურნირი ყოველთვის Australian Open იყო. ყველა სხვა დანარჩენი მისთვის ტორტზე კრემია. სერბი სეზონს იმისთვის იწყებს, რომ ავსტრალიაში მოიგოს, შემდეგ კი, ელოდება მოვლენები როგორ განვითარდება. ამასთან, ძალიან რთულია ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში. ნოვაკს მოსწონს აუდიტორიის წინ გამოსვლა, რადგან მათი ენერგიით „იკვებება“. ამიტომ, ვფიქრობ, რომ US Open-ის ცარიელი ტრიბუნები მასზე დადებითად არ იმოქმედებს.
ვინ მოიგებს? ეს საინტერესო იქნება. შესაძლოა, ჩვენ ვნახოთ რამდენიმე ახალი სახე და ეს ჩოგბურთისთვის კარგი იქნება. დიდი ხანია მიდის საუბარი, რომ დროა ჩოგბურთში მთავარი მოქმედი პირები შეიცვალნონ. იმედია, პანდემია ამას გააკეთებს. თუმცა, მეორე მხრივ ნამდვილად დაგვაკლდება ნადალი და ფედერერი“, – აცხადებს ბეკერი.