არტურო ვიდალი 800 ათასი ევროთი დააჯარიმეს | imedinews„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი, შესაძლოა, მილანის „ინტერში“ გადავიდეს. 33 წლის ჩილელის თავის გუნდში ნახვა ანტონიო კონტეს სურს, რომელიც მასთან ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა.

წყაროს მტკიცებით, ვიდალის აგენტთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გასულ კვირას დაიწერა, რომ „ბარსელონაში“ მთავარ მწვრთნელად მოსული რონალდ კუმანის გეგმებში ვიდალი, უმტიტი, რაკიტიჩი და სუარესი არ შედიან.

წინა სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირში 43 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამბობენ, რომ, რომ ჩილელის ფასი 11 მილიონი ევროა.