მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ „ბარსელონას“ დატოვება გადაწყვიტა, მის აზრზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დადგა. მაგალითად, კოუტინიოს „ბარსელონაში“ თამაშს პრემიერლიგაში დაბრუნება ურჩევნია და, რონალდ კუმანს ამას აუცილებლად ვეტყვიო.
ბრაზილიელი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნში“ იყო განათხოვრებული და ბავარიულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იჯარას კი ვადა გავიდა და ახლა „კამპ ნოუზე“ უნდა დაბრუნდეს. თუმცა, კუმანს დაელაპარაკება…
„ბარსელონა“ ფილიპეს ტრანსფერში მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს და ფეხბურთელს ამაზე დაბალ ფასად არ გაყიდის. რაც ცოტა ზედმეტად გვეჩვენება.
გავრცელებული ხმებით, კოუტინიოსა და „ბარსელონას“ ვითარებას „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „არსენალი“ აკვირდებიან. თუ ბრიტანულ მედიას დავუჯერებთ, ფავორიტი „არსენალია“…