უეფას ოფიციალური ინსტაგრამის ცნობით, მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში საუკეთესოთა შორის იყვნენ ასევე ბავარიელები, კინგსლი კომანი, ტიაგო ალკანტარა და პარიზელი მარკინიოსი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ლისაბონურ ფინალში ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენს 1:0 მოუგო და მეექვსედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონი. ამ მაჩვენებლით ბავარიელები ლივერპულს გაუთანაბრდნენ. მეტჯერ პრიზი მილანს (7) და მადრიდის რეალს (13) მოუგიათ.