Budapest to welcome crowds for UEFA Super Cup | Off The Ballუეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში გასამართ „ბაიერნი“ – „სევილიას სეპერთასზე მაყურებელს დაუშვებენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვით – მხოლოდ 30 პროცენტს სტადიონის საერთო ტევადობისა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით ევროთასების ყველა შეხვედრა უმაყურებლოდ ტარდება.

„ამ გადაწყვეტილებით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ფეხბურთი ძნელბედობის ჟამსაც გრძელდება. თუმცა გულშემატკივრის გარეშე თავისი აზრის გარკვეული ნაწილი დაკარგა. უეფას სუპერთასის მატჩი ერთგვარი საპილოტო პროექტი იქნება, რომელიც სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნების დასაწყისი გახდება,“ – უთხრა უეფას პრესსამსახურს ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ალეკსანდრ ჩეფერინმა.