Lionel Messi hands in Barcelona transfer request: Where could he ...ევროპული მედია უკვე დადასტურებულად წერს, რომ „ბარსელონას” ვარსკვლავს, ლიონელ მესის, კატალონიური გუნდიდან დაუყოვნებლივ დასატოვებლად თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის პუნქტის გააქტიურება სურს.

თუმცა, თავად „ბარსელონა“ ჯერ მშვიდად არის. საქმე ის არის, რომ მოქმედი ხელშეკრულებით, მესის გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება სეზონის ბოლომდე შეეძლო. რადგან კორონავირუსის გამო, სეზონის დასრულების თარიღი გადაიწია და მესიმ კონტრაქტის ამ პუნქტის გამოყენება ახლა გადაწყვიტა. „ბარსას“ ხელმძღვანელობა კი ირწმუნება, რომ კონტრაქტის პირობებში სეზონის დასრულების თავდაპირველი თარიღი, ანუ 10 ივნისი იყო გათვალისწინებული და მესის გუნდის დატოვების უფლება ახლა აღარ აქვს.

„ბარსელონა“ თავს იმითაც იმშვიდებს, რომ მესის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა.

სამაგიეროდ, მშვიდად არ არიან „ბარსელონას“ გულშემატკივრები და კლუბის ოფისთან პროტესტისთვის შეიკრიბებნენ. მათი რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება და ოფისთან პოლიციაც მობილიზებულია.

კლუბის ხელმძღვანელები კი ოფისში არიან – ბორდის წევრების ავტომობილები ადგილზეა…