ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის განაცხადში იძულებითი ცვლილებაა. ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებს გამოტოვებს ჯიმი ტაბიძე, რომელსაც ტრავმა აქვს. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი შეუერთდება – თბილისის „დინამოს“ დავით კობოური.

31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში 27 ფეხბურთელით, მათ შორის სამი დებიუტანტით, შეიკრიბება. გამოძახებულთა შორის არიან თბილისის დინამოელები გიორგი კუცია და დავით კობოური, ასევე საბურთალოელი ნიკა მალი.