ვიდრე ლეო მესი ახალ კლუბს მოძებნის, იქამდე მის ირგვლივ საუბარი არ შეწყდება.
ცხადია, მესის ხელში ჩაგდება ყველას სურს, მაგრამ სადღეისოდ ფავორიტი ორი კლუბია – „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ გუნდებს შეუძლიათ მოიგონ კონკურენცია და საჭიროების შემთხვევაში არც გარკვეული საკომპენსაციო თანხის გადახდა გაუჭირდებათ.
არგენტინელი ფეხბურთელის „ბარსელონადან“ წასვლა, გადაწყვეტილია – ლეოს კატალონიური კლუბის დატოვება სურს რა გზითაც არ უნდა მოხდეს. ახლა მისი გადასაწყვეტია, თუ რომელი მიმართულებით აიღებს ბილეთს.
პსჟ ამ ყველაფერს ისტორიულ შესაძლებლობად ხედავს. პარიზული კლუბის უფროსებს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ და მესის მისვლით ამ შესაძლებლობას უფრო ნათელ ფერებში ხედავენ. ინგლისში კი დარწმუნებულნი არიან, რომ „მანჩესტერი“ ის კლუბია, რომელსაც მისი ყიდვის ფინანსები გააჩნია.
საქმეშია ჩარეული მეორე მანჩესტერული კლუბიც – „სიტი“. თუმცა, ამ გუნდს ახლახანს პრობლემები ჰქონდა სატრანსფერო ფეირ პლეის გამო და დიდი შანსია, 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე უარის თქმა მოუწიოს.
არის კიდევ მილანის „ინტერი“, რომლის ჩინელი მფლობელი მზად არიან მესის კონტრაქტი გაუფორმოს, მაგრამ ხელს უშლის სარტანსფერო ფასი.
შეგახსენებთ, მესის სურდა გამოეყენებინა კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომელიც ყოველი სეზონის ბოლოს ურთიერთობის ცალმხრივად გაწყვეტის შესაძლებლობას აძლევდა. „ბარსა“ კი, მისი უფასოდ გაშვების მომხრე არ არის და იმ პუნქტის ამოქმედება სურს, სადაც საუბარია გამოსასყიდ თანხაზე – 700 მილიონ ევროზე.
თუ მესი კონტრაქტს ცალმხრივად გაწყვეტს, მაშინ კლუბი სასამართლოს მიმართავს…