ფიფამ დროებითი წესები შემოიღო, რომლიც არცთუ კარგი იქნება ეროვნული გუნდებისთვის. ახალი წესები სექტემბერში გასამართ საერთაშორისო შეხვედრებს შეეხება – მამაკაცთა შორის 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე პერიოდში იმოქმედებს, ხოლო ქალთა ფეხბურთში – 14-დან 22 სექტემბრამდე.

ახალი წესების თანახმად, კლუბს უფლება ეძლევა, არ გაუშვას ფეხბურთელი ნაკრებში, თუკი იმ ტერიტორიაზე, სადაც კლუბია ბაზირებული ან სანაკრებო მატჩი უნდა ჩატარდეს, დაწესებულია სავალდებულო კარანტინი, არანაკლებ ხუთდღიანი პერიოდით. ასევე, თუკი არსებობს შესვლა-გასვლაზე შეზღუდვა.

კლუბს ასევე აქვს უფლება, არ გაუშვას ფეხბურთელები ნაკრებებში, თუკი მათთვის არ არის დაშვებული გამონაკლისი შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რომლებიც რეგიონში სავალდებულო კარანტინისა თუ შესვლის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ.

ფიფას გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პამდემიით გამოწვეულ სიტუაცია და მსოფლიოში დაავადების შემთხვევების მატებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს სექტემბერში უეფას ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშებაში ორი მატჩის გამართვა უწევს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა C დივიზონის მე-2 ჯგუფში 5 სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან უნდა ითამაშოს, 8 სეტქმებერს კი შინ ჩრდილოეთ მაკედონია უნდა მიიღოს.