… ამბავი იმით დაიწყო, რომ მისი და დეიზი დაჭრეს. ჰარი მაგუაირი ბერძნულ კუნძულ მიკენოსზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ევროპა ლიგის ნახევარფინალში მომავალ სევილიასთან წაგების შემდეგ გადაფრინდა.
მაგუაირი მეგობრებთან ერთად ბარში ილხენდა, ბევრ ფულს ხარჯავდა ძვირფას სასმელსა და საჭმელში. მხოლოდ კიბორჩხალებში 1 200 გირვანქა გაისროლა.
„ჰარი უმოწყალოდ სვამდა, თითქოს რაღაცაზე გაბრაზებული იყო. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და მაშინვე ვიცანი. გვარიანად შეზარხოშებულები იყვნენ და ხმაურობდნენ. გვერდით კიდევ რამდენიმე ადამიანი ისხდა, ისინიც ნასვამები ჩანდნენ. უცებ მაგუაირს შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს, უყვიროდნენ, რომ ის ნაგავი ფეხბურთელი და ნაგავი გუნდის კაპიტანი იყო. მერე ჩხუბი ატყდა. ყველაფერი აირია, ერთმანეთს მუშტებს და წიხლებს ურტყამდნენ. მიწაზე გორაობდნენ.“
პოლიციელებს ფორმები არ ეცვათ და ჰარის ისინი რომელიღაც ბანდიტური დაჯგუფების წევრები ეგონა. ხუთმა კაცმა ძლივს დააკავა. პოლიციამ ყველა მოჩხუბარი განყოფილებაში წაიყვანა.
სისხლის სამართლის საქმე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და მოსყიდვის მუხლით აღიძრა. ჰარიმ ორი ღამე საკანში გაატარა.
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეითი კი ცოტა ხანს დაიცდის, რათა ზუსტად გაარკვიოს რა მოხდა საბერძნეთში. ამაზე იქნება დამოკიდებული გამოიძახებს თუ არა მაგუაირს ერთა ლიგის უახლოესი მატჩებისთვის, რომლებსაც ინგლისელები 5 და 8 სექტემბერს ჩაატარებენ ისლანდიისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ.
ბერძენი სამათალდამცავების თქმით, მაგუაირს ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაგრამ უფრო რეალური გირაოს გადახდა ჩანს, რომელიც ასეთი კვალიფიკაციის საქმეში დაახლოებით 90 ათასი გირვანქა იქნება.
სასამართლო სამშაბთს შედგება.